Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებსა და ინდიკატორებს.  ვნახეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია. დავასრულეთ ბროშურა. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
  საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა.დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
  ჩემი პროექტისათვის რომლის სათაურია ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში'' ჩამოვაყალიბე შემდეგი კითხვები:რა ცვლის ცივილიზაციას? რატომ ვკითხულობთ წიგნებს? როდის გამოიცა პირველი ბეჭდური წიგნი?
დავალებად გვაქვს სამი მონაწილის უკუკავშირი.

Sunday, June 22, 2014

მეორე დღე

 გავხსენითბლოგები.დავაკოპირეთ პირველი დღის რეფლექსია. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.გადმოვწერეთსურათები,ეროვნული სასწავლო გეგმა. ვნახეთ ბუკლეტის შაბლონი და გავაკეთეთ პირველი გვერდი. ბუკლეტი გავაგზავნეთ საკუთარ ელექრონულ ფოსტაზე.
     საშინაო დავალებად გვაქვს ბროშურის დასრულება, ერთმანეთის რეფლექსიებზე კომენტარის გაკეთება.  პირველი მოდულის  თავიდან ბოლომდე წაკითხვა და ბუკლეტის დასრულება.

პირველი დღე

გავეცანით სახელმძღვანელოს , ვნახეთ,როგორ ხდება სახელმძღვანელოში მუშაობა. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტზე. ვნახეთ პროექტის ჩეკლისტი.შევქმენით პროექტის პორტფოლიო. გავეცანით პროექტის გეგმას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვნახეთ პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა’’. შევამოწმეთ ელფოსტა,გავაგზავნეთ წერილი. ბლოგზე რეგისტრაცია ვერ შევძელით.უნდა მოვიფიქროთ პროექტის სათაური და დავრეგისტრირდეთ ბლოგზე.