Saturday, July 19, 2014

მეცხრე დღე

 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ძალიან გვიხარია! გავეცანით  ტრენინგის მონაწილეთა პროექტებს.  ყველა ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო.
  მადლობა ჩვენს ტრენერს,ნინო მარღიშვილს ასეთი ძალისხმევისა და შემართებისათვის.
   ტრენინგის ბოლოს  გადმოგვეცა სერთიფიკატები.შესანიშნავია! ამის შემდეგ ტექნოლოგიებით მდიდარ სასწავლო პროექტებს შევქმნით!

Sunday, July 13, 2014

ჩემი პროექტის პორტფოლიო

 იხილეთ ჩემი პროექტის: ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში" პორტფოლიო.

მერვე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო და სახალისო იყო. დღეს დავასრულეთ მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე, ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა google driv-ში,გამოქვეყნება და ბმულის დადება ბლოგზე. აგრეთვე driv-ში ატვირთული საქაღალდიდან ფაილის გადმოწერა, წაშლა და თავიდან ატვირთვა.ვისწავლეთ საქაღალდის გამოქვეყნება და გაზიარება, გვერდების შექმნა.დავალებად  გვაქვს მე-8 მოდული წასაკითხად.
   მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი შრომისა და გულისხმიერებისათვის.

Saturday, July 12, 2014

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს. დავიწყეთ გაკვეთილის გეგმაში სასწავლო  პროცედურების ატვირთვა. შევქმენით  დამხმარე რესურსი ანუ სკაფოლდინგი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ვნახეთმრავალმხრივი ინტელექტის პრქზენტაცია.
დავალებად გვაქვს წასაკითხად მეექვსე მოდული.

Sunday, July 6, 2014

მეექვსე  დღე

დღეს  ვისწავლეთ  მოსწავლის ნამუშევრის Google Drv-ze  ატვირთვა.განვიხილეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა. განვსაზღვრეთ თითოეულის  კრიტერიუმის წონა. გამოვთვალეთშეფასების  მაქსიმალური ქულა. ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მეხუთე მოდული წასაკითხად.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით მესამე მოდულს.  დავიწყეთ მეოთხე მოდულის გაცნობა. ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე. ვნაეთ პროექტი,  საავტორო უფლებების ქაოსი. გადმოვიწერეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი. ვისწავლეთ yotube-დან ვიდეოების გადმოწერადა ბლოგზე ატვირთვა. ვნახეთ მისწავლეთა სავარაუდოპრეზენტაციების ნიმუშები და დავიწყეთ მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუშის გაკეთება. დავალებად გვაქვს მესამე და მეოთხე მოდულის წაკითხვა.

(15:00) 04.05.14 საბავშვო წიგნის ფესტივალი

Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებსა და ინდიკატორებს.  ვნახეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია. დავასრულეთ ბროშურა. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
  საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა.დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
  ჩემი პროექტისათვის რომლის სათაურია ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში'' ჩამოვაყალიბე შემდეგი კითხვები:რა ცვლის ცივილიზაციას? რატომ ვკითხულობთ წიგნებს? როდის გამოიცა პირველი ბეჭდური წიგნი?
დავალებად გვაქვს სამი მონაწილის უკუკავშირი.

Sunday, June 22, 2014

მეორე დღე

 გავხსენითბლოგები.დავაკოპირეთ პირველი დღის რეფლექსია. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.გადმოვწერეთსურათები,ეროვნული სასწავლო გეგმა. ვნახეთ ბუკლეტის შაბლონი და გავაკეთეთ პირველი გვერდი. ბუკლეტი გავაგზავნეთ საკუთარ ელექრონულ ფოსტაზე.
     საშინაო დავალებად გვაქვს ბროშურის დასრულება, ერთმანეთის რეფლექსიებზე კომენტარის გაკეთება.  პირველი მოდულის  თავიდან ბოლომდე წაკითხვა და ბუკლეტის დასრულება.

პირველი დღე

გავეცანით სახელმძღვანელოს , ვნახეთ,როგორ ხდება სახელმძღვანელოში მუშაობა. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტზე. ვნახეთ პროექტის ჩეკლისტი.შევქმენით პროექტის პორტფოლიო. გავეცანით პროექტის გეგმას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვნახეთ პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა’’. შევამოწმეთ ელფოსტა,გავაგზავნეთ წერილი. ბლოგზე რეგისტრაცია ვერ შევძელით.უნდა მოვიფიქროთ პროექტის სათაური და დავრეგისტრირდეთ ბლოგზე.